Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | რაზე ისაუბრეს პატრიარქმა და დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებმა - საპატრიარქო შეხვედრის აუდიომასალას ავრცელებს
ambebi.ge
23 June 2017, 12:20
საპატრიარქო უწმინდესისა და დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების შეხვედრის აუდიომასალას ასაჯაროებს.

"როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ა.წ. 21 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან და სხვა სასულიერო პირებთან შედგა დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების შეხვედრა. სამწუხაროდ, მედიასივრცეში ვრცელდება საუბრის ტენდენციური და დამახინჯებული ვერსია. გთავაზებთ შეხვედრის სრულ აუდიო ჩანაწერს. მსმენელმა თვითონ განსაჯოს, რა ითქვა და როგორ ითქვა.

საქართველოს საპატრიარქო კიდევ ერთხელ გამოხატავს გულისტკივილს განვითარებული მოვლენების გამო და ვიმედოვნებთ, სიმართლე მალე დადგინდება", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

"მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ბრძოლა არა მამა გიორგის წინააღმდეგ Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. და არა სხვების წინააღმდეგ, არამედ ეკლესიის წინააღმდეგ არის ეს ბრძოლა, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებთან შეხვედრისას ბრძანა.

მოისმინეთ აუდიომასალა

"ღმერთმა დადგლოცოთ და ღმერთმა ინებოს, რომ მშვიდობა სუფევდეს ჩვენთან, თქვენთან, საქართველოში და მთელს მსოფლიოში. ჩვენი საუბარი უნდა ჩაიწეროთ, რომ მერე არ იყოს ლაპარაკი, ეს ვთქვით და ეს არ გვითქვამს. მე ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენი გაცნობა ხდება ასეთი მძიმე საკითხის განხილვის გამო. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ბრძოლა არა მამა გიორგის წინააღმდეგ და არა სხვების წინააღმდეგ, არამედ ეკლესიის წინააღმდეგ არის ეს ბრძოლა", - ბრძანა უწმინდესმა.

შეხვედრა 21 ივნისს, საპატრიარქოში შედგა. You must have Flash Player installed in order to see this player.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი